16, ივლისი 2019 20:35:00
დონორები, რომლებიც სიცოცხლეს უბარჩუნებენ. ადამიანები, რომლებიც სისხლს უანგაროდ გასცემენ. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ქველმოქმედება სიკეთის კეთებისთვის. მევლური, რაული და მიხეილი- ამას პერმანენტულად აკეთებენ.
მიხეილ გაბაიძე 10 წელია, რაც დონორია. კარგად ახსოვს პირველი მცდელობა და სხვისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. რეზუს მე-4 დადებითი სისხლი, როგორც უიშვიათესი - სამედიცინო დაწესებულებას თითქმის ყოველთვიურად ესაჭიროება. ყოველთვის მზადაა განსაცდელში მყოფს დაეხმაროს.
კიდევ ერთი დონორი, რომელიც 15 წელია, ბევრი პაციენტისთვის ,,უჩინარი გმირია“ , 43 წლის რაულ შევარდნაძეა. იცის, რომ სისხლის გაღება როგორც სხვებისთვის, ასევე მისი ჯანმრთელობისთვისაც სიკეთის მომტანია.
სოციალური პასუხისმგებლობა და ადამიანური ღირებულება - ეს ის მთავარი მიზეზია, რის გამოც მევლუდ საბაშვილი სისხლს პერიოდულად უანგაროდ აბარებს. ქველმოქმედი სიკეთის კეთებისკენ სხვებსაც მოუწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს ერთგვარ ბედნიერებასა და სიამაყის გრძნობასთანაა დაკავშირებული.
2018 წლის 6 თვის მონაცემებით 48 ათასამდე დონაცია განხორციელდა, საიდანაც 25% პროცენტი იყო უანგარო. სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე.